• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

დელფინარიუმი - შოუ პროგრამა

ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებს ახალ ინტერაქტიულ შოუ პროგრამას სთავაზობს. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა ახალი და ძველი შთამბეჭდავი მომენტი. სტუმრებს სიუპრიზი ელოდებათ - ყველაზე აქტიურ მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი ძალები ბათუმის დელფინარიუმის  მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს.

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს ზოროს, მაიას, მონიკას, ციცის, ფლიპერის, მარკოსა და ყველაზე პატარა მონაწილეების, ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული ნინისა და კვირიას დამსახურებაა.

ზაფხულობით, შოუზე დასწრების მსურველთა მატების გამო, ბათუმის დელფინარიუმი დღეში სამ შოუს გთავაზობთ. 

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

ბათუმის დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წლის 6 მაისს გაიხსნა. პირველი დელფინარიუმი კი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს ამოქმედდა.

ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი