• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

ზოომაღაზია

„6 მაისის პარკში“ ზოოკუთხეში ფუნქციონირებს ზოომაღაზია და ვეტერინალური კლინიკა. კლინიკა მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიცირებული ექიმ–ვეტერინარი, ვეტ.ფარმაცევტი, ვეტ–ლაბორანტი და ორნითოლოგი. აჭარის კინოლოგთა ფედერაცია გასცემს ძაღლებზე საშთამომავლო ნუსხას.

ჩვენ გთავაზობთ:

– მრავალსახეობრივ მომსახურეობას ადგილზე და სახლში გამოძახებით;

– ოპერაციები, სასწრაფო დახმარება, სახის პლასტიკურ ოპერაციები, მშობიარობის დროს დახმარება, საკეისრო, სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურებისა და კუდის კუპირება, ტრავმატოლოგია, სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა;

– უფასო კონსულტაცია, დიაგნოსტიკა;

– კლინიკის წევრებზე გათვალისწინებულია ფასდაკლება და საჩუქრები.

ზოომაღაზიაში შეიძენთ:

– ახალი თაობის ვეტერინალურ პრეპარატებს, ვაქცინებს, შრატებს, კომპლექსურ ვიტამინებს და სხვა;

– ზოოსალონი: გაკრეჭა, ტრიმინგი, დაბანა, რწყილებზე დამუშავება;

– სხვადასხვა სახის აქსესუარებს თქვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის და ფრინველებისათვის.

მისამართი: ბათუმი. ხიმშიაშვილის ქ. N2

ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი