Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

კეთილშობილი თუთიყუშები

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისნაირები

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუშები

გვარი: კეთილშობილი მწვანე–ყვითელა თუთყუშები

სახეობა: კეთილშობილი მწვანე–ყვითელა თუთყუშები 

ბინადრობენ ავსტრალიის, სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ზღვის დონიდან 600 – 1000 მ. სიმაღლეზე. უმეტესად განმარტოებული ცხოვრების წესი აქვთ, თუმცა გვხვდებიან გუნდებადაც. იკვებებიან ძირითადად ხილით, მარცვლეულით, ყვავილებითა და მისი ნექტარით. ცხოვრობენ 40–50 წელს. სხეულის სიგრძე 35–40 სმ. წონა – 450 გრ. შეფერილობით მდედრი და მამრი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მდედრის ბუმბულის ძირითადი ფერია მწვანე, ფრთებზე ლურჯ– ყვითელი ზოლი გასდევთ, ნისკარტი მრაველფეროვნებით ხასიათდება: ზედა ნაწილი წითელი ფერის აქვთ, ქვედა ნაწილი – შავი, თათები – რუხი. მამრის სეფერილობაში ჭარბობს ვიშნისფერ–წითელი ფერი, ნისკარტი – შავი, თათები – მოლურჯო.

სქესმწიფობას აღწევენ 2 –2,5 წლის ასაკში. სქესობრივი დიმორფიზმი: მამრი მწვანე, მდედრი წითური.დებენ 2–3 ცალ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 26 დღე. მამრი ამ ხნის მანძილზე კვებავს მდედრსაც და ახალშობილ ბარტყებსაც. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველია, ადვილად იწვრთნება. აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს სამი ფრთა კეთილშობილი თუთიყუში, აქედან ერთი ფრთა ბათუმის ზოოკუთხის მკვიდრია. 

 

სამხედრო არა

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

კლასი: ქორდიანები

რიგი: ფრინველები

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუშები

გვარი: არა

სახეობა: სამხედრო არა 

ბინადრობენ ავსტრალიის, სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ზღვის დონიდან 600 – 1000 მ. სიმაღლეზე. უმეტესად განმარტოებული ცხოვრების წესი აქვთ, თუმცა გვხვდებიან გუნდებადაც. იკვებებიან ძირითადად ხილით, მარცვლეულით, ყვავილებითა და მისი ნექტარით. ცხოვრობენ 40–50 წელს. სხეულის სიგრძე 35–40 სმ. წონა – 450 გრ. შეფერილობით მდედრი და მამრი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მდედრის ბუმბულის ძირითადი ფერია მწვანე, ფრთებზე ლურჯ– ყვითელი ზოლი გასდევთ, ნისკარტი მრაველფეროვნებით ხასიათდება: ზედა ნაწილი წითელი ფერის აქვთ, ქვედა ნაწილი – შავი, თათები – რუხი. მამრის სეფერილობაში ჭარბობს ვიშნისფერ–წითელი ფერი, ნისკარტი – შავი, თათები – მოლურჯო.

სქესმწიფობას აღწევენ 2 –2,5 წლის ასაკში. სქესობრივი დიმორფიზმი: მამრი მწვანე, მდედრი წითური.დებენ 2–3 ცალ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 26 დღე. მამრი ამ ხნის მანძილზე კვებავს მდედრსაც და ახალშობილ ბარტყებსაც. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველია, ადვილად იწვრთნება. აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი.

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ცხოვრობს 2 ფრთა სამხედრო არა – მდედრი და მამრი.

 

მწვანეფთიანი არა

 

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისნაირები

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუშები

გვარი: არა

სახეობა: მწვანეფრთიანი არა 

ბინადრობენ პანამის, ვენესუელას, არგენტინის, ბრაზილიის და ჩრდილოეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან მცენარეული საკვებით, ძირითადად პალმის ნაყოფით. თუთიყუშების ოჯახის წარმომადგენელი დიდი ზომის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძე 78–90 სმ–ია, კუდის სიგრძე – 31–47 სმ. წონა – 950–1700 გრამი. აქვს ძალიან ლამაზი და მკვეთრი შეფერილობა. მისი ძირითადი ფერია მუქი წითელი, ფრთები ლურჯი ფერისა აქვთ, რომელიც წითელით ბოლოვდება, ღაწვები – თეთრი ფერის, კუდი – ლურჯი, ნისკარტი – შავი. სქესმწიფობას აღწევენ 3 –5 წლის ასაკში, დებენ 2–3 ცალ თეთრი ფერის კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 26 დღე. მამრი ამ ხნის განმავლობაში კვებავს მდედრსაც და ახალშობილ ბარტყებსაც. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველებია, ადვილად იწვრთნებიან და აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 50–80 წელია.

ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობს ერთი წყვილი მწვანეფრთიანი არა.

 

ლურჯ–ყვითელა არა

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

ქვეტიპი: ხერხემლიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისმსგავსნი

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუშები

გვარი: არა

სახეობა: ლურჯყვითელა არა 

გავრცელებული არიან პანამის აღმოსავლეთიდან ეკვადორამდე, ჩრდილოეთ პერუში, ვენესუელას აღმოსავლეთში, სამხრეთ ბრაზილიაში, პარაგვაიში და არგენტინის ჩრდილოეთში. ბინადრობენ ძირითადად ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან სხვადასხვა მცენარეული საკვებით: თხილით, მზესუმზირით, მარცვლეულით, ხილითა და ბოსტნეულით. სხეულის სიგრძე 80–95 სმ–ია, ფრთების სიგრძე – 37–39 სმ. კუდის – 52 სმ. იწონის 900–1300 გრამამდე. ბუმბულის ზედა ნაწილი მთელ სხეულზე მუქი ცისფერი შეფერილობის აქვთ, კისერი, მკერდი და მუცელი – ფორთოხლისფერ–ყვითელი, ყელი, ნისკარტი და ფეხები – შავი. ასევე ახასიათებთ ძლიერი და ხმამაღალი ხმა. ყოველთვის გვხვდებიან წყვილებად.სქესმწიფობას აღწევენ 6–7 წლის ასაკში. დებენ 2–3 ცალ კვერცხს, საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 25–30 დღე, მამრი ამ ხნის განმავლობაში კვებავს მდედრსაც და ახალშობილ ბარტყებსაც.სიცოცხლის ხანგრძლივობა 35–50 წელი. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველებია, ადვილად იწვრთნებიან და აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი.

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ცხოვრობს 2 ფრთა ლურჯყვითელა არა – მდედრი და მამრი.

 

გალა/ვარდისფერი კაკადუ

Cacatua roseicapilla

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი:  ფრინველები

რიგი: თუთიყუშისნაირები

ოჯახი: კაკადუ

ქვეოჯახი: თეთრი კაკადუ

სახეობა: ვარდისფერი კაკადუ

გვარი: ვარდისფერი კაკადუ 

კაკადუს ოჯახის ერთ–ერთი წარმომადგენელი – გალა ანუ ვარდისფერი კაკადუ ბინადრობს ცენტრალურ ავსტრალიაში. კაკადუს სხეულის სიგრძე საშუალოდ 35 სმ–ია, წონა – 270–350 გრ. ბუმბულის შეფერილობა მდედრსაცა და მამრს ერთნაირი აქვთ: ვარდისფრისა და ნაცრისფრის შეხამება. თავის ქალის ზედა ნაწილი და ზურგი მოწითალო– ღია ვარდისფერია, ღაწვები, ყელი, მკერდი და მუცლის არე – წითელი ფერის, ფრთები და ნისკარტი – ნაცრისფერ–თეთრია, ფეხები – მუქი ნაცრისფერი.

იკვებებიან მარცვლეულითა და თესლებით.  ძალიან უყვართ ბანაობა, მიწაზე დადიან ნელა. სქესმწიფობას აღწევენ 3–4 წლის ასაკში,  იბუდებენ ხის ტოტებზე. დებენ 2–5 თეთრი ფერის კვერცხს.  საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 25–30 დღე, მდედრი და მამრი რიგრიგობით ზის კვერცხებზე. ბარტყები იჩეკებიან ერთ თვეში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი იწყებენ ფრენას. 6 ან 7 კვირის შემდეგ, როცა ბარტყები ბუდეს ტოვებენ, იკრიბებიან გუნდებად და ქმნიან ე.წ. „ბავშვთა ბაღს“, რომელიც 1000 ახალგამოჩეკილ ბარტყს აერთიანებს. პატარები მშობლებს ხმით ცნობენ და ყოველთვის ბრუნდებიან საკვებისთვის „მშობლიურ ბუდეში“.

სხვა კაკადუების მსგავსად სიცოცხლის ბოლომდე ისინი საკუთარი პარტნიორის ერთგულნი რჩებიან. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველია, ადვილად იწვრთვნება და აქვს ადამიანის  ხმის იმიტაციის უნარი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 45–60 წელია.

60–იანი წლების მიწურულს ავსტრალიის საფეხბურთო გუნდს სწორედ ამ ფრინველის სახელი ერქვა.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC (საჭიროებს ზრუნვას).

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ბინადრობს 2 ფრთა ვარდისფერი კაკადუ   – მდედრი და მამრი.

 

სოლომონის კუნძულების კაკადუ

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისმსგავსნი

ოჯახი: კაკადუ

ქვეოჯახი: თეთრი კაკადუ

გვარი: კაკადუ

სახეობა: სოლომონის კაკადუ 

ბინადრობენ სოლომონის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან მარცვლეულით, თხილით, სხვადასხვა ხილით და ბოსტნეულით, ასევე წვრილი მწერებით. სხეულის სიგრძე 34 სმ–ია, წონა დაახლოებით 360 გრამია, ბუმბული მთლიანად თეთრი ფერის აქვთ, ნისკარტი – ღია ნაცრისფერი. სქესმწიფობას აღწევენ 6–7 წლის ასაკში. დებენ 1–3 ცალ კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 26–28 დღე, მამრი და მდედრი რიგრიგობით ზიან კვერცხზე. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველებია, ადვილად იწვრთნებიან და აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის კარგი უნარი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წელია.

„6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ცხოვრობს 4 ფრთა სოლომონის კაკადუ, აქედან ნამატია. 

 

სურინამული ანუ ყვითელშუბლა ამაზონი

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისმსგავსნი

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუში

გვარი: ამაზონი

სახეობა: სურინამული ამაზონი 

ბინადრობენ სამხრეთ კოლუმბიაში, აღმოსავლეთ ეკვადორში, პერუში, სამხრეთ ბოლივიაში, ბრაზილიაში. ტროპიკულ ტყეებში და მთიან რაიონებში. გვხვდებიან ძირითადად წყვილებად, იშვიათად გუნდებად. იკვებებიან სხვადასხვა ხილითა და მარცვლეულით. იკვებებიან სხვადასხვა ხილით, თხილითა და მარცვლეულით. სხეული ზომა 37 სმ–ია, ბუმბულის შეფერილობა მწვანე ფერია, ნისკარტი – შავი მონაცრისფრო, შუბლს ყვითელი ბუმბული უმშვენებს. სქესმწიფობას აღწევენ 6–7 წლის ასაკში. დებენ 2–4 ცალ კვერცხს, საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 25–29 დღე, მამრი ამ ხნის მანძილზე კვებავს მდედრსაც და ახალგამოჩეკილ ბარტყებსაც. საკმაოდ მშვიდი ხასიათის ფრინველებია, ადვილად იწვრთნებიან და აქვთ ადამიანის ხმის იმიტაციის უნარი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 45–50 წელია.

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ცხოვრობს 3 ფრთა სურინამული ამაზონი, ერთი ნამატია.

 

რუხი თუთიყუში ანუ ჟაკო

 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ფრინველები

რიგი: თუთიყუშისმსგავსნი

ოჯახი: თუთიყუშები

ქვეოჯახი: ნამდვილი თუთიყუშები

გვარი: ჟაკო

სახეობა: ჟაკო 

ჟაკო ანუ რუხი თუთიყუში მისი გვარის ერთადერთი სახეობაა. ბინადრობს აფრიკაში, კერძოდ ანგოლის, გვინეის, სერა–ლეონისა და ლიბერიის ტერიტორიაზე არსებულ ხშირსა და დაბურულ ტყეებში. ფრინველის სხეულის ზომა 30–35 სმ. ფრთების სიგრძე – 22 სმ. კუდის – 8 სმ. ჟაკოს შავი შეღუნული ნისკარტი აქვს, თათები – ნაცრისფერი, ბუმბულის შეფერილობა ორი ძირითადი ფერისაგან შედგება: ფერფლისფერ–ნაცრისფერი და ხასხასა წითელი ფერი კუდზე. ღამეს მაღალ ხეებზე ათევენ, ადრე დილით კი საკვების საძებნელად მიფრინავენ. იკვებებიან პალმის ხის ნაყოფით, ხილით, მარცვლეულითა და ფოთლებით. სქესმწიფობას აღწევენ 6–7 წლის ასაკში. დებენ 3–4 ცალ კვერცხს, საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 30 დღე, მამრი ამ ხნის მანძილზე კვებავს მდედრსაც და ახალშობილ ბარტყებსაც. ბუნებით არიან ძალიან მშიშრები. სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელია. ჟაკოს ადამიანის ხმით ლაპარაკი შეუძლია.

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში ცხოვრობს 2 ფრთა ჟაკო – მდედრი და მამრი.

ზემოთ