Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

კენგურუ

(Macropus Rufus) 

სამეცნიერო კლასიფიკაცია

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ძუძუმწოვრები

რიგი: ჩანთოსნები

ოჯახი: კენგურუები

გვარი: კენგურუ

სახეობა: წითური კენგურუ

გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე. უყვარს უდაბნო, სტეპი, ვაკე ადგილები, მეჩხერი ტყეები. იკვებება მცენარეული საკვებით. წითური კენგურუ სხვა სახეობებთან შედარებით ხასიათდება დახვეწილი პროპორციული აღნაგობითა და გრაციოზულობით. სხეულის სიგრძე 2 მ-ს აღწევს. შეფერილობით მდედრი კენგურუ რუხია, იწონის 40 კგ–ზე მეტს, ხოლო მამრი კი წითურია და მისი წონა ხშირად 90 კგ–ს აღემატება. 23 წელზე მეტს ცოცხლობენ.

მინიჭებული აქვს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კატეგორია LC (საჭიროებს ზრუნვას).

  • 1
  • 2

 

ზემოთ