Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

ბათუმის „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხეში პონი დაიბადა.

parkbatumi

ზოოკუთხის ბინადრების დუგალასას და შავთვალას ოჯახში მატებაა. 12 ივლისს 22:30 საათზე, შეტლანდიური პონის (მდედრი) კვიცი დაიბადა. პატარას წონა 10კგ, ხოლო სიმაღლე 40 სმ-ია.

შეფერილობა თეთრი შავში. კვიცი სრულიად ჯამრთელია, იკვებება დედის რძით. შავთვალა დიდ მზრუნველობას იჩენს შვილის მიმართ. ასეირნებს ეზოში და აცნობს გარემოს. ბუნების ამ კეთილშობილი, უწყინარი და ლამაზი ცხოველის ნახვა „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხის B სექტორშია შესაძლებელი. (ცნობისათვის ზოოკუთხის B და C სექტორების დათვალიერება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ). მართალია, ზოოკუთხეში ეს ნამატის პირველი შემთხვევა არაა, მაგრამ ამ სიახლემ მაინც ყველა გაახარა. ნებისმიერ მატებას სიხარულისი სეთი შეგრძნება თან სდევს, თითქოს ეს პირველია. ზოოკუთხის მომვლელები ყურადღებასა და ალერსს არ აკლებენ ახალ ბინადარს. ახალშობილი თანდათან ეჩვევა თავის ”სახლს”. „6 მაისის პარკის“ ზოოკუთხის პატარა ბინადრისთვის სახელის შერჩევა თქვენთვის მოგვინდვია. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი ვერსიები. ტანად პატარა (სიმაღლით 107 სმ) ცხენი, რომელიც 2 000 წელზე მეტია გამოყვანილია შეტლენდის, ასევე ბრიტანეთის სხვადასხვა კუნძულზე. პონს იყენებდნენ წვრილ-გლეხურ მეურნეობაში სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაღაროებში, მთის ბილიკებიან გზებზე ტვირთის გადასაზიდად, ქალაქში პროდუქტების დასატარებლად და სხვა. ამჟამად - ძირითადად, პარკებსა და ბაღებში ბავშვების გასასეირნებლად, მონაწილეობენ პატარებისა თუ დიდებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა წარმოდგენასა და კარნავალში. პატარას დაბადებამდე ბათუმის ზოოკუთხეში ბინადრობდა 4 შეტლანდიური პონი: დუგლასი, კატერინა, შავთვალა და მია, რომელიც შარშან 1 ივლისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენს ზოოკუთხეში დაიბადა. სამეცნიერო კლასიფიკაცია პონი (Equus Ferus Caballus) სამეცნიერო კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები კლასი: ძუძუმწოვრები რიგი: კენტჩლიქოსნები ოჯახი: ცხენისებრნი 

ზემოთ