Уникальная программа управления весом faberlic.
Детская одежда faberlic на faberllena.ru

„ნური გელის“ ტბა მდებარეობს პარკის ცენტრში, ზღვის ნაპირიდან 130-140 მეტრის დაშორებით. იგი ოვალური ფორმისაა, სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. წყლის ზედაპირის ფართობი 5,5 ჰა-ა. „ნური გელის“ ტბა წარმოშობით ლაგუნურ ტბებს მიეკუთვნება, „იკვებება“ ძირითადად მიწისქვეშა წყლებით. იყო დრო, როცა ტბაში მხოლოდ პატარა მდინარე „ანგისა“ ჩაედინებოდა.

„გელ–ბაშის ტბა“ – ასე ეწოდებოდა ადრე „ნური გელის ტბას“. ტბის მეორე სახელი ტრაგიკულ ისტორიასთანაა დაკავიშრებული. ლეგენდის თანახმად ტბაში დამხრჩვალა ბავში, სახელად – ნური. დედა ყოველდღე დადიოდა ტბის სანაპიროზე და ეძახდა შვილს: „ნური გელი“.

მე–19 საუკუნეში ტბა უმოძრაო ჭაობსა და მალარიის გამავრცელებელი კოღოების ბუდეს წარმოადგენდა. ტბის ირგვლივ ძნელად გასავლელ ჯაგნარში ბინადრობდნენ ტურები და გარეული ტახები, რომლებზეც ნადირობა დასაშვები იყო. სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე ფრენკელი 1879 წელს ბათუმში ყოფნისას წერდა: „... სახლის ფანჯრებიდან შეგიძლიათ ინადიროთ გარეულ ცხოველებზე“.

1881 წელს, როდესაც ბათუმის ოლქის მაშინდელი გუბერნატორის გენერალ–მაიორის ალ. სმეკალოვის გადაწყვეტილებით ტბის ირგვლივ „ქალაქის ბაღის“ მშენებლობა დაიგეგმა, გაიჩეხა ველური მცენარეები, გაკეთდა სასეირნო ბილიკები, ტბის ირგვლივ დაიდგა მოსასვენებელი სკამები.

1933 წელს „ქალაქის ბაღი“ გადაკეთდა „ბავშვთა პარკად“. დიდი ყურადღება დაეთმო პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობას, აშენდა ნავმისადგომი. ტბაზე ნავით სეირნობა ბათუმელთა უსაყვარლესი გართობა გახდა.

1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტობერს გემი – „აისი“.

„ნური გელის“ ზღვასთან დამაკავშირებელი არხით შავი ზღვის თევზები შემოდიოდნენ, უმეტესწილად – კეფალები. ტბას ადრე მცირე სარეწაო მნიშვნელობაც ჰქონდა. დროთა განმავლობაში შეიცვალა ტბის ეკოსისტემა, მაგრამ ის დღესაც საუკეთესო ადგილია თევზაობის მოყვარულთათვის. უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მოქმედებს ტბაზე ნავით გასეირნების სერვისი. ღირებულება – 5 ლარი (30 წთ).  

ტბის გარშემოწერილობა – 1030 გრძ. მეტრი (105, 8 გრძ. მეტრი), ფართი – 54800 კვ.მ-ია. 

  • 031
  • 209
  • 3232
  • IMG_9446
  • IMG_9449

ზემოთ