• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

ბათუმის „6 მაისის პარკის“ წარმატება პოზნანში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე.

„6 მაისის პარკი“, მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურისტულ ფორუმებში. ამჯერად ჩვენი ობიექტით პოლონელების დაინტერესება ვცადეთ, რაც გამოგვივიდა კიდეც. პოლონეთის ქალაქ პოზნანის რიგით 25-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად 19 კომპანია იყო წარდგენილი, მათ შორის „6 მაისის პარკი“. პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა „Tour Salon 2014“-ი 23-დან 25-ი ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მონაწილეობდა 30-ზე მეტი ქვეყანა და საქართველო მასზე „მასპინძელი ქვეყნის“ სტატუსით იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციის გახსნაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პოლონეთში, მიშელ ჟანოვსკიმ კი აჭარის რეგიონის ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ ისაუბრა. საკუთარი პრეზენტაციისას მან განსაკუთრებული ადგილი დაუთმო „6 მაისის პარკს“ და მის ობიექტებს. საპრეზენტაციო დარბაზში მყოფ ვიზიტორებს გაუზიარა შთაბეჭდილებები, რომელიც მას ბათუმის დელფინარიუმის შოუს ხილვის შემდეგ დარჩა. პოლონეთში მოღვაწე გიორგი მაღლაკელიძეს დამოუკიდებლად ჰქონდა წარმოდგენილი საკუთარი თვალით დანახული საქართველო. სამშობლოს მაქსიმალურად დეტალური დახასიათებისას, მან ყველაზე ვრცლად, ბათუმის დელფინარიუმზე ისაუბრა. ფორუმის მიმდინარეობისას ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სარეკლამო ბუკლეტებისა და საპრეზენტაციო ვიდეორგოლების ნახვის პარალელურად, ქართული ღვინოც დაეგემოვნებინათ. ყველაფერმა ამან პოლონელთა, და არა მარტო, დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმართა განსაკუთრებული ინტერესი ზოგადად პარკმა და მის ტერიტორიაზე განთავსებულმა შემეცნებით–გასართობმა ობიექტებმა: დელფინარიუმმა, აკვარიუმმა, ზოოკუთხემ, საბავშვო ატრაქციონებმა და ტბაზე ნავით სეირნობის შესაძლებლობამ გამოიწვია. პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლონელი ტურისტების რიცხვი 30%-ზე მეტით გაიზარდა. სწორედ ამით იყო განპირობებული ჩვენი ამ ექსპოზიციაში მონაწილეობის სურვილი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და, ზოგადად „6 მაისის პარკის“ ტურისტული სერვისების გაძლიერებაში. ამიტომაც პარკის ადმინისტრაცია რეგულარულად იყენებს ლანდშაფტად საკუთარი სერვისების წარმოსაჩენად ტურისტულ გამოფენებს.

← უკან
ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი