• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის „6 მაისის პარკში“.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის „6 მაისის პარკში“. ბათუმის რსუ-ს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად, ჩატარდა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: ,,შავი ზღვის ეკოლოგიური ასპექტები“. კონფერენციას სტუდენტები, ადგილობრივი ლექტორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მასში მონაწილეობდა შპს “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის “ მენეჯერი ტარიელ წეროძე. 2011 წლის 1 ივნისს, "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევითი ცენტრსა" და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კონფერენციამ „6 მაისის პარკში“. კონფერენციის მონაწილეებმა დაათვლიერეს დელფინარიუმი, აკვარიუმი. დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ცენტრის სპეციალისტებისაგან. მოუსმინეს დელფინარიუმის მენეჯერს ტარიელ წეროძეს, აკვარიუმის წამყვან-იქთიოლოგს მზია ბურჭულაძეს და ადგილზე გაეცნენ შავი ზღვის ბინადართა ყოფა-ცხოვრებას. შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და საქართველო) წარმომადგენლემა 1996 წლის ოქტომბერში სტამბულში მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველოში ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება.

← უკან
ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი