• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

ბათუმის „6 მაისის პარკი“ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს.

17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმში III საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“ ჩატარდება. მასში საქართველოს გარდა უკრაინაში, ესტონეთსა და თურქეთში მოღვაწე პროფესორები და მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები მიიღებენ მონაწილეობას. განათლების აკადემიური დოქტორი, „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი“ ნატალია ზოიძე კონფერენციას სწავლული მდივნის სტატუსით უმასპინძლებს, თავმჯდომარე კი მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდი „ინტელექტის“ პრეზიდენტი, გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი გურამ ჩაჩანიძეა. შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის“ ადმინსტრაციის (დელფინარიუმის) შენობაში კონფერენციის მესამე სექცია: „შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კონსერვაციის საგანმანათლებლო მნიშვნელობა“ გაიმართება. თავმჯდომარე: თეა მჭედლური, ტარიელ წეროძე. მდივანი: ქეთევან ზოიძე, მარინა მგელაძე. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის და სხვა დამათებითი ინფორმაციისათვის: WEB: cet-conference.ge E-mail: [email protected]

← უკან
ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი