• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

მზის საათი

პარკში სეირნობისას შეგიძლიათ გაიგოთ დრო მზის საათის საშუალებით. ამისათვის, უნდა დავდგეთ შესაბამისი თვისა და დეკადის მანიშნებელზე. დაცემული ჩრდილი გვიჩვენებს დროს.

მზის საათი შედგება გრანიტის ქვის დისკოსაგან, რომელზეც გამოსახული რომაული ციფრები აღნიშნავს თვეებს, ხოლო ციფრები - რიცხვს, მის გარშემო წრე–ციფერბლატია.

საათით დროის აღრიცხვა ადამიანმა ჩვ. წ–მდე III ათასწლეულში დაიწყო. ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ მზის საათს, რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე–ციფერბლატი. დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. მზის საათი არსებობს ვერტიკალური, ჰორიზონტალური და ეკვატორული. ყველა ტიპის მზის საათში ღერძი (ან ფირფიტის კიდე) სამყაროს ღერძის პარალელურია და ციფერბლატის ცენტრში გადის, ხოლო შუადღის შესაბამისი დანაყოფი ცენტრზე მიმავალი მერიდიანის სიბრტყეშია.

ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი