• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

უფასო კინოსეანსები “6 მაისის პარკში”

ბათუმი, „6 მაისის პარკი“, რუსთაველის #51 16-31 აგვისტო, 22:00-02:00 კინოსეანსები ღია ცის ქვეშ ზაფხულის ცხელ პერიოდში კინომანების უმრავლესობა ისვენებს ან გეგმავს დასვენებას ზღვაზე. ამის გამო "iMOVIES.GE-ს" ინიციატივითა და „6 მაისის პარკის“ მხარდაჭერით 16-დან 31 აგვისტოს ჩათვლით პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა უფასო კინოსეანსები ღია ცის ქვეშ. "iMOVIES.GE" შეეცადა ფილმის საყურებლად შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ამისათვის “6 მაისის პარკში” განათავსა "OPEN AIR CINEMA"-ის სისტემა: • 7 მეტრის დიაგონალის მქონე ეკრანი. • 8500 ლუმენიანი პროექტორი. • 2000 ვატიანი აუდიო სისტემა. მაყურებელს ასევე საშუალება ექნება სურვილისამებრ კომფორტულად მოთავსდეს პუფებზე, შეზლონგებსა და პლედებზე. კინოსეანსები გაიმართება 22:00-დან 02:00-მდე. დღეს, 16 აგვისტოს, პრომო აქციის გახსნაზე გეპატიჟებით 20:00 DJ Set: Nika Maisuradze Nina Bochorishvili Ana Jiqia 22:00 კინოსეანსი

← უკან
ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი