• 6 მაისის პარკი
  • აკვარიუმი
  • დელფინარიუმი
  • ზოოკუთხე
  • ინტერაქტივი
  • ატრაქციონი
  • შოუ

ისტორია

ეს იყო ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღი, რომლის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. იდეა ეკუთვნის ბათუმის ოლქის მაშინდელ სამხედრო გუბერნატორს გენერალ–მაიორ ა.ი. სმეკალოვს. ადგილად „ნური გელის“ ტბის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპირო შეირჩა. საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ იმავე წელს ბაღის მშენებლობის გეგმა დაამტკიცა კავკასიის მთავარმა ნაცვალმა. მშენებლობა დაევალა პრუსიელ მებაღეს რესლერს, რომელსაც გაუფორმდა ხელშეკრულება 10 წლის ვადით. პირველი ხუთი წლის მანძილზე მებაღე რესლერს ევალებოდა „გაეჭრა“ ბაღი დამტკიცებული გეგმით, რომლის მიხედვითაც ბაღი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პარკისა და ბაღისაგან. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეკიპაჟებისა და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკები. რესლერს ბაღში უნდა დაერგო 1,2,5 და 10 წლიანი ბუჩქოვანი მცენარეები, წიწვოვანი და დეკორატიული ხეები, კიპარისები. ყურადღება უნდა მიექცია მათი ზრდა–განვითარებისთვის. რესლერს ეხმარებოდა მისი თანამემამულე მებაღე რეიერი.

დელფინების შოუ

ორშაბათობით

17:00 - 15 ლარი

21:00 - 20 ლარი

კვირის სხვა დღეებში

14:00 - 12 ლარი

17:00 - 15 ლარი

21:00 - 20 ლარი

დელფინებთან ცურვა (15 წუთი):

  • 3–დან 12 წლამდე – 80 ლარი
  • 12–დან 18 წლამდე – 100 ლარი
  • 18 წლის ზემოთ – 150 ლარი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (5 წლიდან) - 160 ლარი
     

დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარ ჩაწერისათვის მსურველებმა დარეკეთ ჩვენს კონსულტანტთან +995 595 33 58 61

 

აკვარიუმი –  2 ლარი

 

ზოოკუთხე – 2 ლარი

 

ტბაზე  ნავით გასეირნება – 5 ლარი (30 წუთი)

 

ატრაქციონები:

  • „ცის პლანერი“ – 1 ლარი
  • „მატარებელი რიო ბრავო“ – 0.50 ლარი
  • „მეკობრეები“ – 0.50 ლარი
  • „კენგურუ“ – 0.50 ლარი
  • „ფინჯნები“ – 0.50 ლარი

ტბა ატრაქციონები დელფინარიუმი მზის საათი ქვის შადრევანი ზოოკუთხე აკვარიუმი